თბილისის საქალაქო სასამართლოში მირზა სუბელიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სუბელიანმა პროცესის დაწყებისას ჟურნალისტებს სამძიმარი გამოუცხადა ლევან ჩხაიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საკუთარ საქმეს, ბრალდებულმა განაცხადა, რომ საზოგადოების უმეტესობა რასაც გადაწყვეტს იმას დასჯერდება და ყველანაირი განაჩენი მისთვის მისაღებია.