თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას დაკითხვა მიმდინარეობს. ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდთან დაკავშირებულ ხაჯებზე იკითხება. დაკითხვის მწარმოებელი პროკურორის ბექა კვიციანის ინფორმაციით 2010-2013 წლებში, გიგა ბოკერია იყო ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად გამოძიებას კითხვები აქვს, მის მიმართ ამავე პერიოდში გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. თავის მხრივ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გამოძიების მხრიდან ინტერესს მის პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს.