ბექა წიქარიშვილი - სასამართლოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ თუკი ერთი ღერი მარიხუანა გვექნება, არ დავისჯებით სახელმწიფოსა და პარლამენტის ასეთი არათანმიმდევრული პოზიციების ფონზე ეს გადაწყვეტილება უფრო უცნაურს ხდის ნარკოპოლიტიკის ვითარებას, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა განუცხადა.მისი შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა მოუგვარებელი რჩება რიგი პრობლემებისა და სახელმწიფო ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაშია.„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი აქცენტს ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზე აკეთებს. მისი განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება ნარკოდამოკიდებულების მქონე პირთა რაოდენობის ზრდა, რასაც სერვისების არარსებობა ან ხელმიუწვდომლობა იწვევს.