კიევის ობოლონის საოლქო სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სახელმწიფოს ღალატში დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საკმარისი სამხილები არსებობს იმისათვიუს რომ ექსპრეზიდენტს ბრალი დაუმტკიცდეს. სასამართლომ მოწმეების და ექსპერტების ჩვენებები მოისმინა, ასევე შეისწავლა შესაბამისი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ იანუკოვიჩი დამნაშავეა უკრაინის სისხლის სამარლის კოდექსის რამდენიმე მუხლით, მათ შორის ქვეანაში ომის დაწყების და ღალატის მუხლით. შეგახსენებთ, ვიქტორ იანუკოვიჩი 2014 წელს უკრაინაში დაწყებული არეულობის დრო ქვეყნიდან გაიქცა და იგი როგორც ცნობილია ამდრომდე რუსეთში იმყოფება.