ქალაქ სან ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ ლეგენდარული ბრიტანული ბენდი Led Zeppelin გაამართლა და დაადგინა, რომ კომპოზიციის Stairway to Heaven გიტარის სადავო რიფი მუსიკოსებს როკ ჯგუფის Spirit სიმღერიდან Taurus არ მოუპარავთ. "ლედ ზეპელინის" სასარგებლოდ გადაწყვეტილება 11-მა ნაფიცმა მსაჯულმა 9 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო.