სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატირობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე გარდაცვლილი მცირეწლოვნის მიმღები ოჯახის წევრები დაიკითხნენ. პროკურატურის ინფორმაციით, 4 წლის გოგონას ქსოვრელმა თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით, რამაც მცირეწლოვანი გოგონას ტვინის მკვეთრი შეშუპება და სისხლჩაქცევა გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.