თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზერვატივების ქართული კომპანია “აიისას” საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. "აიისა" 500 ლარის გადახდა დაეკისრა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ პრეზერვატივის სარეკლამო შეფუთვა იყო არაეთიკური. საუბარია სექსუალური ხასიათის პროდუქციის შეფუთვაზე, რომელზეც თამარ მეფე, ქართლის დედა და ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებული ტექსტებია დატანილი. მომჩივანი თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იყო. მერიამ "აიისას" რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების შესაძლო დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 27 აპრილს შეუდგინა.