საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა მიშველაძის სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საზოგადოებრივი მაუწყებლის იურისტმა დიმიტრი ბერძენიშვილმა განუცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს იმ ნაწილში, რომელიც სასამართლომ ეკა მიშველაძის სასარგებლოდ დააკმაყოფილა.მისი თქმით, ეკა მიშველაძის სარჩელი მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობისა და კომპენსაციის ნაწილში დაკმაყოფილდა, რის მოტივაციადაც სასამართლომ დაასახელა, რომ დაირღვა „შრომის კოდექსის“ გარკვეული მუხლები, ხოლო ყველანაირი პოლიტიკური მოტივაცია გამორიცხა.
იხილეთ: