თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ სპეციალური პენიტენიციური სამსახურის საჩივარი დააკმაყოფილა.
საუბარია, სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარზე სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლას ეხებოდა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული ჯარიმა 2 000 ლარი გააუქმა. ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ რომ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ლონდა თოლორაიას უწყებაში აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის კუთხით.