სასამართლომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის სამოქალაქო დავაზე, რომელიც ქორწინების პერიოდში შეძენილი 3 ავტომობილის გაყოფას ეხებოდა, გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი ავტომობილ porsche Cayenne-ის ღირებულების ნახევრის მესაკუთრედ ცნო. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა მეორე მანქანის - Mercedes GL-ის გაყოფის საკითხზეც და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს ყოფილი მეუღლისთვის ავტომობილის ღირებულების ნახევარის - 15 500 ლარის გადახდა დააკისრა.
რაც შეეხება მესამე ავტომობილ BMW X5-ს, ამ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მოთხოვნა და მანქანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მფლობელობაში დატოვა.
შეგახსენებთ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკსა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელს შორის კიდევ ერთი სამოქალაქო დავის განხილვაზე, რომელიც საქართველოს სამეფო ოჯახის სახელის უნებართვოდ გამოყენებას ეხებოდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა.