ბრალდებულების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესი 21 ივლისს განახლდება. ირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოს შეფარდება სთხოვა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სხდომაზე პროკურატურის მიერ მოწმის სახით, ბათუმის მოვლენებზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული მერაბ მურვანიძე დაიკითხა. მან აქციის ღამეს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და მხარეთა კითხვებს უპასუხა. ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 23 აპრილს დააკავეს. მათ წინასწარი პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდეს.