„მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართრლო პროცესი ხმაურისა და შეძახილების ფონზე დამთავრდა. ამასთან, რურუამ პროკურორ ვასილ სამხარაძეს სიმბოლურად თავისი ბოტასი აჩუქა , ბრადებულის განმარტებით პროკურორი თავად მიხვდება ამ ჟესტის შინაარსს. ამასთან რურუა თავს სახელმწიფოსგან დაზარალებულად ცნობს და აღნიშნავს, რომ პოლიციის მხრიდან მასზე ზეწოლა ხდება. შეგახსენებთ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა , 18 ნოემბერს დააკავეს, გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.