თბილისის საქალაქო სასამართლომ ის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლითაც დროებით იყო შეჩერებული საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის ყრილობის შედეგები. მათ შორის, დროებითი შეჩერება შეეხებოდა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც, რომელშიც ლერი ხაბელოვმა ირაკლი მეძმარიაშვილი დაამარცხა. როგორც ოლიმპიური კომიტეტის ადვოკატმა განაცხადა, 23 დეკემბრის გადაწყვეტილებები ძალაში ოფიციალურად არის შესული, თუ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დროებით შეჩერების გაუქმების შესახებ მოსარჩელე მხარემ სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრა.