სასამართლომ დღეს 21 წლის "ფეისბუქ" ჰაკერს აღმკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს - Palitra News

სასამართლომ დღეს 21 წლის "ფეისბუქ" ჰაკერს აღმკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს

2021-10-14 11:28:06+04:00

სასამართლომ დღეს 21 წლის "ფეისბუქ" ჰაკერს აღმკვეთის ღონისძიება უნდა განუსაზღვროს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 3 მოქალაქის „Facebook“-ის გვერდებზე შეაღწია, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.