საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა სინოდის წევრების გამოკითხვასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობის საფუძველი იყო ირაკლი მამალაძის ჩვენებები, რომლებშიც მრავლად არიან მოხსენიებული წმინდა სინოდის წევრები.