თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარის, პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მისი მხრიდან ყოფილ თანამშრომელზე, ეკა მესხიძეზე სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. როგორც „პალიტრანიუსს“ პაპუნა უგრეხელიძემ განუცხადა, სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა ამასთამ, სასამართლოს განაჩენის მიხედვით, მესხიძეს დაევალა მის მიერ ერთი წლის წინ წარმოებული ბინძური კამპანიის უარყოფა ამასთან , მესხიძემ დახლოებით 5 ტელევიზიაში უნდა უარყოს მისივე ინფორმაცია, რომელსაც ერთი წლის წინ ავრცელებდა პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან შევიწროვების ფაქტზე. შეგახსნეებთ, რომ 2018 წელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმდჯომარე, პაპუნა უგრეხელიძე მისმა ყოფილმა თანმშრომელმა, ეკა მესხიძემ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა. უგრეხელიძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.