„ანას ბაღის“ გადასარჩენად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის სასარჩელო მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა და მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ადვოკატი მუხრან ღურწკაია აღნიშნავს, გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ანა ჩხეტიამ მიიღო. მისივე ინფორმაციით აღნიშნული გადაწყვეტილება დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, მშნებელობა შეჩერებული საქმის დამთავრებამდე იქნება. როგორც ადვოკატმა განმარტა, მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.