თბილისის საქალაქო სასამართლომ "ანას ბაღში" 10 იანვარს მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაკავებული პირები დააჯარიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ფხალაძე 900 ლარით დააჯარიმდა ხოლო 700-700 ლარით - გიორგი გიგაშვილი, იოსებ ყაჯრიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.
როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი ფხალაძემ განაცხადა, აღნიშნულ განაჩენს არ ეთანხმება და თავს დამნაშავედ არ ცნობს.აღნიშნული პირები 10 იანვარს, 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს.