თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილს პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა საკრებულოს წევრს ირაკლი ნადირაძეს 13 დღიანი, გიგა მაქარაშვილს 12 დღიანი, დიმიტრი ბიძინაშვილს 13 დღიანი, დავით მჟავანაძეს და ირაკლი კაჭარავას კი 4-4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა აქციაზე დაკავებულ კიდევ ხუთ პირს. კერძოდ, ბექა ბასილაიას 13 დღიანი, ელგუჯა ბაგრატიონს 12 დღიანი, ზუკა ბერძენიშვილს 7 დღიანი, ლუკა ჭიჭინაძესა და გიორგი ბუნტურს 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. მათ გარდა, საქალაქო სასამართლომ კიდევ 25 პირისთვის ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრებაზე უნდა იმსჯელოს, რომელთა პროცესი, სავარაუდოდ დღეს გაიმართება.