სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესები, საარჩევნო სისტემა და შუალედური არჩევნები - ეს ის საკითხებია, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე იმსჯელეს. ოპოზიცია გამოსავალს პროცესში უცხოელი ექსპერტების ჩართვაში ხედავს. ინიციატივის მიხედვით, უნდა მოხდეს უცხოელი ექსპერტებისთვის ვეტოს უფლების მინიჭება მოსამართლეთა შერჩევის დროს. ამ შემთხვევაში გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ისეთი მოსამართლეები როგორებიც არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე ვეღარ შეძლებენ გასაუბრების გავლას. კიდევ ერთი საკითხი რომელზეც დღე ოპოზიციის წევრებმა ისაუბრეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და რიგგარეშე არჩევნებია. გიორგი ვაშაძის თქმით, ამ საკითხზე უკვე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა პარტიებთან და ახლა უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის დროა.