იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები პერფორმანსის ფონზე შეაჯამეს.
როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა განაცხადეს, ისინი ეცადნენ საზოგაოდებისთვის დაენახებინათ, რომ დღეს საქართველოში სასმართლო დამოუკიდებელი არ არის ამასთან, მათი თქმით, გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, სისტემის ავტორიტარული მმართველობა.
ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ ბრიფინგზე გამოსვლის შემდეგ სიმბოლურად, გვერდზე გასწიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ დადგმული ბანერი უზენაესი სასამართლოს შენობის სურათით.