22:51
23 მაისი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
სასამართლო შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება - ივანე მაჭავარიანი
24-04-2019

სასამართლო, როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„საკუთრების უფლება დარწმუნებული ვარ, რომ ასე არასდროს ყოფილა დაცული, როგორც ახლა. არა მგონია, რომ სასამართლოს რეფორმა და მასთან დაკავშირებული ბოლოდრონდელი თემები უკავშირდებოდეს უსათუოდ საკუთრების უფლებას ან ეკონომიკურ თემებს. სად ვხედავ მე პრობლემებს გეტყვით. ჩვენთან, სასამართლო როგორც სერვისმომწოდებელი მოსახლეობისთვის შედარებით ნელია და ვხედავ, რომ არის საქმეები, რომლებიც დროში იწელება. ამას თავის ახსნაც აქვს. მემგონია, რომ ჩვენ უბრალოდ, გაცილებით მეტი მოსამართლე გვჭირდება, ვიდრე გვყავს. ეს იწვევს რომ საქმეებს ვერ აუდიან. სხვა ნაწილი, რაც იყო პოლიტიკური, რეპუტაციული და ასე შემდეგ, ამაზე ბევრი თქმულა. რომ გითხრათ მე ამ საკითხში ყველაზე გარკვეული ექსპერტი ვარ, მოგატყუებთ. ზოგადად, ის ვიცი რომ სამწუხაროდ, საქმეები იწელება და ეს არის მოსაგვარებელი. ამ მიმართულებით უფრო მეტი დინამიზმი გადამწყვეტია“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მინისტრის თქმით, სასამართლოს მიმართა სანდოობა გაზრდილია და ამას არაერთი კვლევა ადასტურებს.

„სანდოობის კუთხით უამრავი სტატისტიკა იყო წარმოდგენილი თუ რამდენად არის გაუმჯობესებული სანდოობა. მე აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ უბრალოდ, მოსამართლეთა კორპუსი არ ჰყოფნის და ვერ აუდის იმ საქმეებს რაც არის. ეს, როგორც მინიმუმ, ზედაპირზე დევს რომ მოსაგვარებელია“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.

AutoPlay
"პირველ ეტაპზე განაცხადეს, რომ თითქოს თვითდაზიანებები მივიყენე, ანუ ჩემი თავი ვიცემე" - ლაშა თორდია
გამოქვეყნდა 5 წუთის წინ
"360 გრადუსი" - ბურჯანაძის პოზიცია; ჩვილის მკვლელობა აღაიანში; შუალედური არჩვენების შედეგები; უმრავლესობის შეფასება; ყოფილი ვიცე-პრემიერის დაბრუნება
გამოქვეყნდა 23 საათის წინ
360 გრადუსი: NDI-ის კვლევა; შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შეფასება; ოპოზიციის გეგმები; ბოკერიას პოზიცია
21-05-2019
ელისაშვილის გზავნილი ერთი-ერთში ის გზავნილია, რა ბინძურ კამპანიასაც ატარებს "ოცნება", რომ შალვა შავგულიძე "ნაცების" კანდიდატია - გიგა ბოკერია
21-05-2019
ლევან კობიაშვილის დღევანდელი განცხადება ადეკვატურია - გიგა ბოკერია
21-05-2019
სააკაშვილმა დაარღვია შეთანხმება და ეს "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაზე აუცილებლად აისახება - დავით ჭიჭინაძე
21-05-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები