დღეს გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც „რუსთავი 2“ - ში ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორმას წილების დაყადაღებას შეეხება. აღნიშნული მოთხოვნით ოქრუაშვილის ადვოკატმა გიორგი ზედელაშვილმა სასამართლოს გასულ კვირას მიმართა.
ოქრუაშვილი 2010 წელს ბერლინში გაფორმებულ დოკუმენტს ეყრდნობა, რომლის საფუძველზეც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. ოქრუაშვილის უფლებადამცველის მტკიცებით, დოკუმენტის ნამდვილობა სამმა ექსპერტიზამ დაადასტურა.
თავის მხრივ, რ2-ის ახალი გენ. დირექტორი პაატა სალია ამტკიცებს, რომ ეს დოკუმენტი ყალბია.