"რეალური ნაბიჯები მომავალი, თავისუფალი სასამართლოსთვის" - ამ თემაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ანა დოლიძე დისკუსიას მართავს.
როგორც ღონისძიების დაწყებამდე ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოსთან მიმართებაში ქვეყანა სრულ ჩიხამდე მივიდა. მისივე თქმით, სასამართლოში დიდი ხანია კრიზისია, თუმცა მაგიდაზე ჯერ არ დევს რეფორმის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, როგორც დოლიძემ აღნიშნა, თავისუფალი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის დღევანდელი დისკუსიის ფარგლებში წარმოადგენს 7 ძირითად ნაბიჯს. დღევანდელ ღონისძიებას ასევე ესწრებიან პოლიტიკოსები, სახელმწიფო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები.