სასამართლო პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ თამარ საძაგლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. საგამოძიებო უწყება საძაგლიშვილს 3 წლის ბავშვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ასევე, დაჭრილი არასრულწლოვნის დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულის ადვოკატი თამარ საძაგლიშვილის მიმართ, სამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს, ვინაიდან მისი თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ალექსი გაბუნია მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. მცირეწლოვანი მშობლებთან ერთად მოდიოდა, როცა მასთან უცნობი ქალი მიიჭრა და სახის არეში დაჭრა. ქალი სამართალდამცავებმა რამდენიმე საათში დააკავეს.