07:18
27 ოქტომბერი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასამართლო ქუთაისში ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
22-07-2020

ქუთაისში, ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული 45 წლის ქალის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ცნობილია, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

45 წლის ქალი მეზობლის მკვლელობას აღიარებს, მოტივად კი ეჭვიანობას ასახელებს. კერძოდ, ბრალდებულის ინფორმაციით, ჩეჩელაშვილს მის მეუღლესთან ჰქონდა ურთიერთობა.

ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში 18 ივლისს მოხდა. სამართალდამცავებმა 45 წლის ქალი დააკავეს, რომელმაც თავის მეგობარ ახალგაზრდა ქალს სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 20-მდე ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია კიდევ ორი პირი, ისინი იმ ბინის მცხოვრებლები არიან, სადაც მკვლელობა მოხდა.

AutoPlay
ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
სიცილიაში წყალდიდობას სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
თბილისში რეაბილიტირებული გუდიაშვილის მოედანი გაიხსნა
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ნიკა გვარამიას განცხადებით, რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება მის მხარდამჭერებს არ ეძლევათ
გამოქვეყნდა 9 საათის წინ
ჩინეთში ფრინველის გრიპით ინფიცირების შემთხვევების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების რისკების მაჩვენებელია
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს - გაერო
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები