ბიზნეს სექტორი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ისევ გაჭიანურებულ ბიზნეს დავებს ასახელებს, რომელიც სასამართლოს გადატვირთულობას უკავშირდება. საკითხის მოგვარებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭოს მდივანის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, გადატვირთულობის პრობლების გადასაჭრელად, საჭიროა რომ სასამართლო კორპუსი მინიმუმ 100 მოსამართლით გაიზარდოს. ამ მიზნით, საბჭო აპირებს, აქტიურად ჩაატაროს იუსტიციის სკოლის მსმენელების მისაღები კონკურსი, რათა მომზადდეს სამოსამართლო კადრები საჭირო რაოდენობით. იუსტიიცის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ გადატვირთულობის მხრივ რეგიონულ სასამართლოებში უფრო რთული ვითარებაა და თითო მოსამართლეზე, შესაძლოა, 1000 საქმე მოდიოდეს. ამას ემატება მოსამართლებეების სათანადო კვალიფიკაციის პრობლემაც.