სასამართლო დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს. ტატიშვილსა და მამადიანს ბრალი ოფიციალურად 19 იანვარს წაუყენეს. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული, რაც სამსახურეობრივ გულგრილობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურა მათი პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. რაც შეეხება ბრალდებულებს, ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი.