მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.დღევანდელ სასამართლო პროცესზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაიკითხება. ამასთან შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო პროცესზე ორი მოწმე - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები დაკითხეს. სულ 150-მდე პირია დასაკითხთა სიაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. მიუხედავად კალანდიას ოჯახის მოთხოვნისა სასამართლო სხდომები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.