მედიაცია და არბიტრაჟი ბიზნესისთვის - ამ თემაზე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაციამ წევრი კომპანიებისთვის შეხვედრა გამართა. ღონისძიება"ი ბი ეი მედიაციისა და არბიტრაჟის ცენტრისა" და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დახმარებით გაიმართა. შეხვედრის ძირითად განსახილველ თემას წარმოადგენდა სასამართლოს გვერდის ავლით დავების განხილვის შესაძლებლობა. "დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" თავმჯდომარის თქმით, სასამართლო დავები ბიზნესისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ივა ჭყონია ამბობს, რომ დროში გაწელილი პროცესები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბიზნეს სექტორს და მათ შორის სადისტრიბუციო კომპანიებს, ხოლო მედიაცია და არბიტრაჟი არის ერთ-ერთი გამოსავალი, რაც თავის მხრივ სასამართლოებს განტვირთავს, პროცესებს დააჩქარებს და ორიენტირებული იქნება შედეგის დროუალად დადგომაზე. ამასთან ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას.