დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო 24 წლის გოგოსთვის ბენზინის შესხმისა და ცეცხლის წაკიდების ფაქტზე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს. ახალგაზრდა მამაკაცს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ედება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ახალგაზრდა ქალი. 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის სახლიდან გაიყვანა და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ბრალდებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რაც შეეხება დაზარალებულს, მას სხეულის 37% აქვს დამწვარი.