08:43
26 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სასამართლომ კუდ-ის ექვს ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა
10-04-2016
სასამართლომ ე.წ. უკანონო მოსმენის საქმეზე დაკავებულ კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობდა მტკიცებულება, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროებას მიუთითებდა.

მოსამართლემ მიღებული გადაწყვენტილება დაასაბუთა იმით, რომ არსებობს ბრალდებულთა მხრიდან, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.

პატიმრობა შეეფარდათ : შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს ვასილ ლელუაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილს; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან ზაალიშვილს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილ უფროსს ირაკლი ყიფშიძეს; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილ უფროსს ზურაბ პავლიაშვილი და შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილ მოადგილეს გიგლა შიოშვილს.
AutoPlay
დავით გარეჯში აზერბაიჯანელებმა დენიც კი გაიყვანეს ბოძებით კარვებამდე, ეს სრული სიგიჟეა - არქიმანდრიტი კირიონი
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
მოსკოვი აფხაზი ხალხის ნებისმიერ არჩევანს პატივს სცემს - კონსტანტინ ზატულინი
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
დონალდ ტრამპი "დიდი შვიდეულის" სამიტზე ვლადიმერ პუტინის მოწვევას არ გამორიცხავს
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრეს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე - სალომე ზურაბიშვილი
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები