სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა 98 სასაკლაო ფუნქციონირებდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სასაკლაოებში დაკლულია 135 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 28.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 71.9 პროცენტი-წვრილფეხა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 მილიონ 714 ათასი ერთეულით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 24 ლარი და 90 თეთრი, ცხვრის ან თხის - 10 ლარი და 70 თეთრი, ხოლო ღორის - 22 ლარი და 80 თეთრი იყო. მაშინ როცა მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემთხვევაში - 23 ლარსა და 90 თეთრს, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური - 8 ლარსა და 40 თეთრს, ხოლო ღორის - 21 ლარსა და 70 თეთრს შეადგენდა.