კომპანია "ჩირინა" გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მილიონ 700 ათასი ლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. ამ მიზნით კომპანიას, სართიჭალაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მილიონ 834 ათას 851 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი 183 485 ლარად პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე „ჩირინამ“ ინვესტიცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლამდე პერიოდში უნდა განახორციელოს.