22:40
18 ივნისი, 2021, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქება მოხდა - ხარაგაულში 3 მუშა დაშავდა
22-01-2018

ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა. დაშავებულია სამი მუშა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ, მათ შორის, კიდურის მოტეხილობები, ნეკნების მოტეხილობები და ასევე, თავის ტრავმები. ექიმების თქმით, სამივე მუშის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მათგან ერთ-ერთი შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები ყვებიან, რომ აფეთქება გეგმიური იყო, თუმცა მათ ინფორმაცია მხოლოდ პირველი აფეთქების შესახებ მიაწოდეს. როდესაც გეგმიური აფეთქების შემდეგ უკან დაბრუნდნენ და მუშაობა განაგრძეს, რამდენიმე წუთში მეორე აფეთქებაც მოხდა, რაზეც ინფორმაცია როგორც დასაქმებულები ყვებიან,  არ ჰქონდათ. ცნობისთვის მუშები რამდენიმე დღის წინ შრომითი უსაფრთხოების ნორმების უხეშ დარღვევასაც აპროტესტებდნენ. "მშენებლობისას არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. ელექტროსადენები წყალში ყრია, რამაც ნებისმიერ დროს შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მოგვაყენოს", - ამბობენ მუშები.

AutoPlay
გივი მიქანაძის განცხადებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ცესკო-ს კონკრეტული უფლებამოსილი პირების მიმართ პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე მიმართავს
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მონოკლონურ ანტისხეულებს მსუბუქი მიმდინარეობის მქონე კოვიდინფიცირებულებში გამოიყენებენ
გამოქვეყნდა 2 საათის წინ
პრემიერი მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
დავით მათიკაშვილის განცხადებით, ფარული მიყურადება "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დამახასიათებელი ნიშანი იყო
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1681 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 5 საათის წინ
აზერბაიჯანის პროკურატურამ მთიან ყარაბაღში იარაღის კონტრაბანდული გზით შეტანის გამო სომეხ ბიზნესმენებზე ძებნა გამოაცხადა
გამოქვეყნდა 6 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები