უმრავლესობის ზოგიერთი წევრისთვის გაუგებარია, რატომ სურს ნიკა მელიას ან მის თანამოაზრეებს, რომ დამატებითი სპექტაკლები გათამაშდეს, - ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ვინც ამნისტიას არ ემხრობა, იმპროვიზაციების შემოთავაზება უწევთ, რაც უადგილოა.
რაც შეეხება სხვა დეპუტატების პოზიციას, პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს აზრით, ყველას ერთ თარგქვეშ მოქცევა უბრალოდ არ შეიძლება და 20 ივნისის აქციის საქმეებზე დაგეგმილი ამნისტია მუხლებს შეეხება და არა პიროვნებებს. როგორც სერგეენკომ განმარტა, საჭიროა იურისტები და პოლიტიკოსები დასხდნენ და ამნისტიის პროექტი ისე ჩამოაყალიბონ, რომ გავრცელდეს მათზე, ვისზეც ეს სამართლიანი იქნება.
მისი თქმით, სამუშაო ფორმატში ყველა საკითხი სკულპულოზურად უნდა განიხილონ.