"პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებაზე ისაუბრა, რომელიც ომბუდსმენმა ყოფილ სანატორიუმ ქართლში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გააკეთა და განაცხადა, რომ კომუნიკაციის დეფიციტი არსებობს და სახალხო დამცველის აპარატი მზად არის, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.
მიხეილ სარჯველაძე კი მიიჩნევს რომ მედიაცია და ბევრი გართულება ამ პროცესს არ სჭირდება. მისი თქმით, ბევრი ცდილობს ვითარების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, მთავარი კი შედეგზე ორიენტირებულობაა.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, „ქართული ოცნება“ მზადაა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზის საპოვნელად პარლამენტში ოპოზიციასთან ერთად იმსჯელოს.