სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე საქმე „სისხლის სამართლის“ კოდექსის“ 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. გუშინ დილით სარფის გამშვებ პუნქტზე თურქ მებაჟეებსა და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღებ ჯგუფს შორის ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მოქალაქეებს სარფის საზღვარზე არ უშვებდნენ, რის გადაღებასაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადამღები ჯგუფი ცდილობდა.