სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე საქართველოს მოქალაქემ თურქეთში საავადმყოფო დატოვა. მომხდართან დაკავშირებით, საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, დაზარალებული კი ამჟამად სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ახლოს ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეები საქართველოს ორ მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას მათი ახლობლები ავრცელებენ. თავის მხრივ, თურქი სამართალდამცავების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ თურქ პოლიციელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავად მიაყენა.