ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა იზრდება. გარდა ამისა მედიკოსები 24 საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ. ისინი საქართველოს ტერიტორიაზე კორონა ვირუსის საეჭვო ნიშნების შემთხვევაში, მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.განსაკუთრებულ ყურადღება იმ მოქალაქეებზე მახვილდება, რომლებიც იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ პრევენციის მიზნით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე რეგულაციები დაწესდა.სარფის საბაჟოზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, რომლებიც სამედიცინო პირბადეებით არიან აღჭურვილი.
მოქალაქეები, რომლებიც თურქეთიდან საქართველოში ბრუნდებიან აცხადებენ, რომ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, შესაძლოა, ორი კვირით ჩაიკეტოს.