სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ხარაჩოდან მუშა ჩამოვარდა, რომელიც თურქეთის ორ მოქალაქეს - დედა-შვილს დაეცა. მომხდარის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა,რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია. დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თურქეთის ორ მოქალაქეს მოტეხილობა აღენიშნება, ხოლო ქართველ მუშას მრავლობითი დაზიანებები აქვს მიღებული. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო წარმოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.