სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მოძრაობა აღდგა, თუმცა თურქეთის მხარეს მსუბუქი ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია.მათივე ცნობით, მგზავრებსა და დიდ სატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. როგორც უწყებაში ამბობენ,ხარვეზი მალე აღმოიფხვრება".