სარფი-ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.ხელვაჩაურში შეკრებილთა თქმით მათ დამატებით მუშაობა უხდებათ, თუმცა ანაზღაურება დაბალი აქვთ. მშენებლობას თურქული კომპანია ახორციელებს, რომელსაც სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დასაქმებულმა არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.