თბილისის განვითარების გენერალური გეგმის გათვალისწინებით შესაძლოა ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე სამოქალაქო მნიშვნელობის პარკი მოეწყოს. გენ გეგმაში აღნიშნულია, რომ მდინარე მტკვრის ნაპირას არსებული ელიავას ბაზრობა საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს ტერიტორიის დაბინძურებას. საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით კი „ჩარჩო გეგმის“ გათვალისწინებით უნდა მოხდეს ტერიტორიის ცივილური განვითარება. „ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ არსებული ფორმით ელიავას ბაზრობის არსებობა მიუღებელია“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.