სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით "BB-" დონეზე შეუნარჩუნა. სარეიტინგო კომპანია "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურის მიმართულებითბ 2018 წლის მარტში გააუმჯობესა.Fitch-ის შეფასებით, 2019-2020 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოდ 4.8 პროცენტს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება "BB" კატეგორიის ქვეყნების 3.5 პროცენტიან მაჩვენებელს.