ზაზა სარალიძესთან მიმართებით, ოპოზიციის მხრიდან მანიპულირებას ჰქონდა ადგილი და ამ ადამიანს შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცამ არ იმუშავა სათანადოდ, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პროკურატურის პოზიცია სრულად არ გაიზიარა, არ ნიშნავს, რომ პროკურატურა შეცდა. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ისწავლოს და მოთმინებით დაელოდის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებებს.