ქართული ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე სიახლეა. "სარაჯიშვილის სახლის" პროდუქციას უნიკალური ხაზის პროდუქტი "ტრილოგია" შეემატა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მას საფუძვლად წარსულისა და აწმყოს გაერთიანების იდეა უდევს. წლების განმავლობაში მუხის მერქნისგან მიღებული მუქი ოქროსფერი, მრავალწლიანი დაძველების შედეგად წარმოქმნილი სიგლუვე და სირბილე გამოარჩევს პროდუქტს სხვა სასმელებისგან. სამი საუკუნის უძველესი სპირტების შერევით მიღებულმა უნიკალური სითხის ასაკმა 65 წელს მიაღწია.