საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტს წელს 20-22 მილიონი ლარი აკლდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი წოწკოლაურის განცხადებით დეკემბერში 44 მილიონი ლარი დაიხარჯება საყოველთაო ჯანდაცვაზე, საიდანაც დანაკლისი 22-მილიონ ლარამდე იქნება, რომელიც სხვა პროფიციტული პროგრამების ბიუჯეტიდან შეივსება.
წოწკოლაურის თქმით ყოველწლიურად საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხების დამატების საჭიროება, იმისთვისაა, რომ უფრო მეტად ხელმწისაწვდომი იყოს ჯანდაცვის სერვისები საქართველოში.
ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, 2013 წლის 28 თებერვალში ამოქმედდა. მიმდინარე წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტში, თანხის დამატება არ მომხდარა. საყოველთაო ჯანდაცვის 2020 წლის ბიუჯეტი კი 754 მილიონი ლარის ოდენობითაა დაგეგმილი.