საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, 2013 წლის 1-ელი ივლისის შემდეგ პირველად მოხდება საყოველთაო და კერძო პაკეტების გამიჯვნა. როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.