საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 2016 წლის ბიუჯეტის ფარგლებში 40 მილიონი ლარი დაემატება. ამას მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს გუშინ წარედგინა და რომლის მიღება 23 დეკემბრამდე იგეგმება. პროექტის მიხედვით, სხვადასხვა სამინისტროების ასიგნებებში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის და ზოგიერთ პროგრამაში არსებული ეკონომიების ხარჯზე, უწყებების ასიგნებები საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 40.0 მლნ ლარით მცირდება და მობილიზებული რესურსი ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დასაფინანსებლად მიიმართება.